|
2019-05-13 10:44:14, 1345 ნახვა
რეგიონი
გიორგი შენგელია: ჩვენთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობა პრიორიტეტულია
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია სახელმწიფო რწმუნებულთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორსანტიას მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ,,წელს, ჩვენს მუნიციპალიტეტში უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და ეს პროცესი ყოველწლიურად მზარდი იქნება. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩვენ ყველა ერთად ძლიერ მუნიციპალიტეტს ავაშენებთ. ჩვენი მთავრობისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობა პრიორიტეტულია, ამ სოფელში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“ ,- განაცხადა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ. ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სოფელ ორსანტიაში დაიგო ახალიგზები, მოხდა გაზიფიცირება, მოეწყო ნაპირსამაგრები, აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)