|
2019-05-13 10:29:44, 1567 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ჩვენ ვიქნებით ის ერთი ფანჯარა, რომელსაც მიუკაკუნებს თითოეული ინვესტორი
„საინვესტიციო პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ეკონომიკის სამინისტროს მიეცა განსაკუთრებული ფუნქცია და დატვირთვა, რომ არა მხოლოდ თავად იზრუნოს საინვესტიციო პოლიტიკასა და ინვესტორებზე, არამედ სხვა უწყებებსაც, ვისაც აქვს შეხება ინვესტორებთან, გაუწიოს კოორდინაცია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა „ფორბსის კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში. „ჩვენ ვიქნებით ის ერთი ფანჯარა, რომელსაც მიუკაკუნებს თითოეული ინვესტორი," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საინვესტიციო მიმართულებას ახალი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე წარუძღვება. „ის გამოცდილი ადამიანია, კერძო სექტორიდან მოდის, მუშაობდა კორპორატიულ ბანკირად სხვადასხვა წამყვან კომპანიებში. ეკონომიკის სამინისტროს არის ის მთავარი საკონტაქტო უწყება, სადაც მოვა ნებისმიერი ინვესტორი და ჩვენ თავიდან ბოლომდე გავყვებით ისე, რომ მას არ უწევდეს ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში სიარული," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)