|
2019-05-09 16:13:28, 1151 ნახვა
საზოგადოება
ცესკო-მ ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტი წარადგინა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მედიას ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასტან 2019 წლის 19 მაისის არჩევნებზე რამდენიმე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ისაუბრა. „ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპი წყალტუბოსა და ტყიბულში 8 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მიმდინარე წლის 19 მაისს განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ელექტრონული ტექნოლოგიების საარჩევნო პროცესში გამოყენების პროექტი, ცესკოს მიერ, პირველად, 2018 წელს, შუალედურ არჩევნებზე, ცაიშის თემის 3 საარჩევნო უბანზე განხორციელდა. საარჩევნო ადმინისტრაცია 19 მაისს გასამართ საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე პროექტს მოდიფიცირებული სახით განახორციელებს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება წინა, 2018 წლის გამოცდილება და პრაქტიკაში გამოვლენილი საკითხები. ხმის ელექტრონული დათვლა კვლევის და უშუალოდ პროცესის შეფასების მიზნით ხორციელდება. საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნული ინიციატივით მიზნად ისახავს თანამედროვე და წარმატებული საარჩევნო ტექნოლოგიების საქართველოს საარჩევნო პროცესში ეტაპობრივად ინტეგრირების შესაძლებლობის განხილვას. ელექტრონული ტექნოლოგიების პროექტის შესახებ, არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებისა და დიალოგის მიზნით, უკვე გაიმართა შეხვედრები, როგორც არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების, ისე ადგილობრივი დამკვირვებელი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 8 საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონული დათვლის აპარატი განთავსებული იქნება საარჩევნო ყუთებზე. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ბიულეტენს განათავსებს ხმის დათვლსი აპარატში, ელექტრონული მოწყობილობა ასკანერებს ბიულეტენს და შედეგებს ითვლის ავტომატურად. საბოლოო ჯამში, კენჭისყრის პროცესის დასრულებისთანავე უმოკლეს დროში ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგების ინფორმაცია იქნება ცნობილი. საპილოტე პროექტი საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, კანადური საერთშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “DELIAN”-ის მხარდაჭერით ხორციელდება“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)