|
2019-05-09 11:27:58, 1117 ნახვა
საზოგადოება
ამერიკელი ღვინის პროფესიონალები ქართულ ღვინოს კახეთში ეცნობიან
ამერიკელი სომელიეები და ღვინის იმპორტიორები ქართულ ღვინოს კახეთში ეცნობიან. ღვინის პროფესიონალების ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „მარქ ენერჯის" დირექტორი ჯული პეტერსონი ხელმძღვანელობს. სტუმრები კახეთში რამდენიმე ღვინის მარანს ეწვიენ, წინანდალში ასევე დეგუსტაციაც გაიმართა, სადაც მათ 15 კომპანიის ღვინის გაცნობისა და შეფასების შესაძლებლობა მიეცათ. ჯული პეტერსონის განცხადებით, ამერიკაში ქართული ღვინისადმი ინტერესი მზარდია. „წელს ჩვენი ვიზიტორების ჯგუფში რვა სომელიე, რესტორნის მფლობელი და იმპორტიორია, რომელთა აქ ჩამოსვლაც აშშ-ში ქართული ღვინისადმი მზარდმა ინტერესმა განაპირობა. ჩვენ "ზერო კომპრომისიზე" და "ახალი ღვინის ფესტივალზე" დასასწრებად ჩამოვედით, ასევე კახეთისა და დასავლეთ საქართველოს მოსანახულებლად, რათა ქართული ღვინის მრავალფეროვნებას კარგად გავეცნოთ. საინტერესოა როგორც ხარისხის განვითარების, ასევე ქართული ღვინის მრავალფეროვნების გაცნობა" - აღნიშნა მან. მიმდინარე კვირაში საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის 70-მდე პროფესიონალი სტუმრობს, რომლებიც 10 მაისს დაგეგმილ ბუნებრივი ღვინის ფესტივალს „,ზერო კომპრომაისი'' და 11 მაისს დაგეგმილ „ახალი ღვინის ფესტივალს" დაესწრებიან. ღვინის მაგისტრები, სომელეები, ღვინის იმპორტიორები, ღვინის მწერლები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები საქართველოს მსოფლიოს 13 ქვეყნიდან ეწვიენ. ფესტივალებზე დასწრების პარალელურად, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ეცნობიან.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)