|
2019-05-08 14:14:41, 931 ნახვა
საზოგადოება
ლადო კახაძე: მაჟორიტარი უნდა იყოს ხიდი მოსახლეობას და ხელისუფლებას შორის
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს. მმართველი გუნდის კანდიდატი ამჯერად ვერის მოსახლეობას მელიქიშვილის გამზირზე შეხვდა. „მაჟორიტარი უნდა იყოს ხიდი მოსახლეობას და ხელისუფლებას შორის. ჩემი კარი იქნება მუდამ ღია თქვენთვის. ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი პორობლემა უნდა მოიტანოთ ჩემამდე, რომ შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მიიღება ქვეყნისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებები, დავაინიცირო ეს საკითხები. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ მივხედოთ ავარიულ შენობა-ნაგებობებს. პირდაპირი და ყოველდღიური კომუნიკაცია მექნება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ვიქნები გარანტი იმისა, რომ უმოკლეს დროში დავიწყებთ ამ საკითხის მოგვარებას“, - განაცხადა ლადო კახაძემ.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)