|
2019-05-07 15:11:45, 1441 ნახვა
პოლიტიკა
ანდჟეი დუდა: პოლონეთი ევროკავშირსა და ნატოსკენ საქართველოს მისწრაფებებს მხარს უჭერს
პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებით, პოლონეთი ყოველთვის იქნება საქართველოს მხარდამჭერი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ანდჟეი დუდას თქმით, ის ყველა რეზოლუციას, რომელის საქართველოს ტეროტორიების დეოკუპაციას შეუწყობს ხელს, მიერ მიერ მხარდაჭერილი იქნება. "მოხარული ვარ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით გვეწვია. ჩვენ განვიხილეთ არა მხოლოდ საქართველო-პოლონეთის ურთიერთობის გაღრმავების, არამედ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებიც. მე ვუთხარი პრეზიდენტს, რომ ამ კუთხით იმ პოლიტიკის გამგრძელებელი ვარ, რომელიც 2008 წელს ლეხ კაჩინსკიმ წამოიწყო. მაშინ, ლეხ კაჩინსკი სხვა პრეზიდენტებთან ერთად თბილისში დადგა და შეაჩერა რუსეთის აგრესია. ჩვენ მუდმივად ვუჭერდით, ვუჭერთ და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოსკენ. საქართველო არის ევროპის ნაწილი და საქართველოს გაწევრიანება ევროპულ ოჯახში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს პოლონეთის იმედი", - განაცხადა პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)