|
2019-05-06 11:02:02, 1804 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ჩემი მთავარი პრიორიტეტები ადგილობრივი წარმოებისა და ბიზნესის მხარდაჭერა იქნება
„ორ მთავარ პრიორიტეტს გამოვყოფ - პირველი, რაც იქნება ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურით მთელი საქართველოს მოცვაა. მეორე მიმართულება კი ადგილობრივი წარმოებისა და ადგილობრივი ბიზნესის დაცვა და მხარდაჭერა იქნება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედი live" განაცხადა. მინისტრის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა საბაზისო-სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომ მოწყობილიყო მაგისტრალური გზები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, მომხდარიყო გაზიფიკაცია. „საქართველოს 80%-ით მოცულია გაზიფიკაციის ქსელით, რაც ჩვენნაირი ლანდაშაფტის ქვეყნისთვის ძალიან ბევრია. ასევე 88%-ით არის ფიქსირებული ინტერნეტით მთელი საქართველო მოცული. ეს საბაზისო ინფრასტრუქტურა იმდენად კარგად არის წარმოდგენილი, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ ამ მხრივ და ჩვენი ქვეყანა დავაპოზიციონირეთ, როგორც რეგიონალური ლოგისტიკური და ეკონომიკური ჰაბი. თუმცა, ამ თვალსაზრისით უფრო ამბიციური გეგმებიც გვაქვს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ნათია თურნავას განცხადებით, ახლა, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, გვაქვს ფუფუნება, რომ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა, უკვე მივაწოდოთ ყველა ოჯახს, ყველა სოფელს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაცილებულია ცენტრალური ადგილიდან. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის მიერ დასახელებულ მეორე პრიორიტეტს, ეს არის ადგილობრივი ბიზნესისა და წარმოების დაცვა და მხარდაჭერა. ნათია თურნავას განცხადებით, ეს აქამდეც ასე იყო, თუმცა, ამ მიმართულრბით გარკვეული ცვლილებები იქნება. „ქართული პროდუქციის ექსპორტი იზრდება. ჩვენი ბიზნესი იმდენად გაძლიერდა, რომ უკვე გარე ბაზრებზე კონკურირებს. ჩვენ ყველგან - გარე ბაზარზე, საექსპორტო ბაზარზე უნდა შევძლოთ მათი ინტერესების დაცვა. ჩვენ ვართ ძალიან გახსნილები ჩვენი სავაჭრო პარტნიორების მიმართ და მათგან მოვითხოვთ ასეთივე გახსნილ, არადისკრიმინაციულ გარემოს ჩვენი ბიზნესისთვის. თუ ვინმე იჩაგრება საზღვარგარეთ ტენდერებში, თუ რომელიმე ახალი გაუმართლებელი სავაჭრო ბარიერი ან ტექნიკური ბარიერი დახვდებათ, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას და ყველა ფორმატს, რომ დავიცვათ ჩვენი ბიზნესი და სამართლიანი პირობები მოვითხოვოთ კონკურენციის ნაწილში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)