|
2019-05-03 12:16:28, 1183 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები ევროკავშირში აღიარებული და ვალიდური იქნება
საქართველოს ექნება ყველა მექანიზმი, რომ ჩვენ ქვეყანაში გაცემული დიპლომები აღიარებული იყოს ევროკავშირში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის "უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში" გაწევრიანებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. „ჩვენ დავუახლოვდით ჩვენს ევროპულ ოჯახს, ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში და ეს არის განათლება. რამდენიმე დღის წინ, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გაწევრიანდება „ენკაში“. ეს უდიდესი წარმატებაა და ისტორიული მოვლენაა ჩვენთვის, ჩვენი განათლების სისტემისთვის, განსაკუთრებით იმ ახალი ეროვნული იდეის ფონზე, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, რომ სწორედ განათლება არის მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ქვეყნისთვის. რას ნიშნავს ყოველივე ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება ყველა პრაქტიკული მექანიზმი იმისთვის, რომ საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები აკმაყოფილებდნენ ყველა კრიტერიუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, ჩვენს უნივერსიტეტებში გაცემული ყველა დიპლომი იქნება აღიარებული და ვალიდური ევროკავშირში. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, რომელიც ჩვენ გადავდგით. რომელიც ჩვენ გადავდგით. მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. ჩემთვის სასიხარულო და საამაყოა, მას შემდეგ, რაც დავაანონსეთ ახალი განათლების რეფორმა, ეროვნული იდეა. ეს უკვე გვაძლევს კონკრეტულ შედეგებს. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დიდი გამარჯვება და ამავე დროს, არის დიდი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)