|
2019-05-02 17:40:18, 1164 ნახვა
რეგიონი
აჭარაში აღმოჩენილ სამაროვნებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
2019 წლის 1 მაისს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აღმოჩენილ სამაროვნებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისია 2019 წლის 11 აპრილს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა. კომისია დაკომპლექტებულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობის აპარატის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის განათლების, კულტურსა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებით. „ბრძანების საფუძველზე კომისიამ უნდა უზრუნველყოს, ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. N338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა N3-ის ტერიტორიაზე აღმოჩენილი, სავარაუდოდ 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანში არსებული ადამიანის ნეშტების თაობაზე ინფორმაციის მოძიება, შესწავლა, დაკრძალვასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება. კომისიის მიერ საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის მუშაობაში მოწვეულნი იქნენ ისტორიკოსები, არქეოლოგები, მკვლევარები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, მუსლიმათა სამმართველოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლები. სხდომაზე კომისიის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები. ორ საათიანი მსჯელობის შედეგად კომისიამ გადაწყვიტა: ეთხოვოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაიწყოს ქალაქ ბათუმში, ფ. ხალვაშის ქუჩა N338-ში მდებარე საბანაკე შეკრების ბაზაზე 4 სამაროვანში აღმოჩენილი ადამიანის ნეშტებიდან შესაბამისი მასალის აღება, მომავალი დნმ კვლევისათვის; ასევე ბიუროს ეთხოვოს კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია თუ რა ვადაშია შესაძლებელი ,,დნმ“ კვლევის სრული მოცულობით ჩატარება და საჭირო სავარაუდო ფინანსური ხარჯი. ახლად აღმოჩენილ სავარაუდო სამარხებთან დაკავშირებით, ეთხოვოს შესაბამის უწყებებს, სპეციალისტებსა და ექსპერტებს, რათა მათი ჩართულობით მოხდეს ნეშტების შესწავლა და გათხრების გაგრძელება; მათ შორის პროცესში ჩართვა ეთხოვოს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის უწყებებს. ეთხოვოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რათა განიხილოს ქალაქ ბათუმში, ფ. ხალვაშის ქუჩა N338-ში მდებარე საბანაკე შეკრების ბაზის ტერიტორიის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადმოცემის საკითხი, აღნიშნულ ტერიტორიაზე ნეშტების დაკრძალვისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით. ასევე, რამდენად უსაფრთხოა აღნიშნული ტერიტორია და ჩატარებულია თუ არა შესაბამისი განაღმვითი სამუშაოები. კომისია გააგრძელებს მუშაობას სხვა სავარაუდო სამარხების იდენტიფიცირების მიზნით. აღნიშნულ პროცესში ჩართული იქნება შესაბამისი უწყებები და დარგის ექსპერ-სპეციალისტები. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შესაბამისი მასალის (ნიმუშების) აღების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან ზემოაღნიშნული ტერიტორიის სტატუსის დაზუსტების შემდგომ კომისია კვლავ შეიკრიბება“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
(NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)