|
2015-06-26 15:42:14, 472 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის კანონპროექტს ვეტოს დაადებს
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა. აბაშიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტების პაკეტი წინააღმდეგობაშია ასოცირების დღის წესრიგთან. "ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია კანონპროექტის მიზანშეწონილობა პროფესიული კუთხით. შესაბამისად, ყველა ის კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის უმნიშვნელოვანესი საფინანსო ნაწილის განვითარებას რაიმე ფორმით აზიანებს, იქნება ვეტოდადებული. ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან თითქმის ერთი წლის თავზე დაირღვა ასოცირების დღის წესრიგი, რაც ძალიან სამწუხაროა და შესაბამისად, დაირღვა საქართველოს მთავრობის #59 განკარგულება, რომელიც სწორედ ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებების განხილვას პარლამენტი დღეს, 16:00 საათიდან დაიწყებს. გუშინ კი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინასო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. ცნობისთვის, კანონპროექტი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფას ითვალისწინებს. მისი ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)