|
2019-05-01 17:57:01, 1257 ნახვა
საზოგადოება
„ვითხოვთ სოციალურ კონტრაქტს!“ - პროფკავშირები მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ
„ვითხოვთ სოციალურ კონტრაქტს“ - ამ სახელწოდებით მშრომელთა საერთაშორისო დღეს, პროფკავშირები მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მანიფესტაცია 17:00 საათზე დაიწყო. პროფკავშირები ღირსეულ და უსაფრთხო შრომას მოითხოვენ და მთავრობის მეთაურს ე.წ. სოციალური კონტრაქტის გაფორმების მოთხოვნით მიმართავენ. „ვითხოვთ სოციალურ კონტრაქტს. ვითხოვთ, რომ იყოს ქმედითი შრომითი ინპექცია, რომ ის რაც შრომის კანონმდებლობაში გვაქვს დახვეწილი იყოს და ვიღაცამ პასუხი აგოს იმ უმსგავსობსზე, რასაც დამსაქმებელი დასაქმებულთან მიმართებაში სჩადის. პირველი მაისი სოლიდარობის დღეა, მაგრამ პირველ მაისს ჩვენ ვაპროტესტებთ დასაქმებულების დღევანდელ მდგომარეობას. შრომის ინსპექცია, რომელიც არაქმედითია ქმედითი უნდა გახდეს და დამსაქმებელი გააკონტროლოს, რომ მან არსებული შრომითი კოდექსი არ დაარღვიოს. მაგალითად, დასაქმებულს უფლება აქვს, მაგრამ დამსაქმებელი არ ასრულებს პუნქტებს ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასთან, ბიულეტენთან დაკავშირებით და ასე შემდეგ“, - განაცხადა საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე, ლავრენტი ალანიამ. მათი განმარტებით, კონტრაქტით სახელმწიფომ სოციალური თანასწორობისა და რეალური სახალხო დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული ვალდებულებები უნდა აიღოს. გარდა ამისა, პროფკავშირების ლიდერები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ და ხელი მოაწერონ კონტრაქტს, რომელსაც შემდეგ პრემიერ-მინისტრს გადასცემენ იმის საჩვენებლად, თუ რა საჭიროებები აქვთ დასაქმებულებს და უმუშევრებს. ამასთან, ჭიათურელი მაღაროელის, გიორგი ნეფარიძის განცხადებით, ქვეყანაში ისეთი სამუშაო ადგილი არ არსებობს, სადაც შრომის უსაფრთხოება არ შრომის სამართლებრივი პირობები არ ირღვევა. „ქვეყნის ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ ქვეყანაში სოციალური სამართლიანობა დამკვიდრდეს. არ უნდა იყოს 10% მდიდარი და დანარჩენ 90%-ს ლუკმა-პური ენატრებოდეს. დღესდღეობით, საქართველოში ისეთი სამუშაო ადგილი არ მეგულება, სადაც შრომის უსაფრთხოება თუ არა შრომის სამართლებრივი პირობები არ ირღვეოდეს. მითუმეტეს, ისეთ მძიმე საწარმოში, როგორიც ჭიათურის მაღაროა, რა თქმა უნდა, ირღვევა როგორც უსაფრთხოების, ასევე სამართლებრივი პირობები. მაგალითად, დამსაქმებელს შეუძლია დამუქრებით დააკისროსდასაქმებულს გარკვეული სამუშაოს შესრულება“, - აღნიშნა გიორგი ნეფარიძემ. ცნობისთვის, 1 მაისს სოციალურ-ეკონომიკური მიღწევებისთვის, მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე აღინიშნება.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)