00:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 17:44:21, 1315 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ სამი ალტერნატიული ბაღი გახსნა

შუახევში, საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალი საბავშვო ბაღები გაჩნდა ისეთ სოფლებშიც, სადაც სკოლამდელი დაწესებულების სივრცეები არასოდეს ყოფილა. ახალ ბაღებთან ერთად იხსნება ალტერნატიული ბაღებიც.

დღეს, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ სამი ალტერნატიული ბაღი გახსნა. მაწყვალთაში, კვიახიძეებში და დღვანში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ამავე სოფლის საჯარო სკოლებში განთავსდა.

ამჟამად მუნიციპალიტეტში 9 ალტერნატიული ბაღი ფუნქციონირებს. ჯგუფები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, სადაც საუკეთესო პირობებია შექმნილი სააღმზრდელო პროცესისთვის.

„სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის განვითარებაში. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მაქსიმალური ყურადღება ექცევა სკოლამდელი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას და თითოეული ბავშვისათვის შესაბამის გარემოში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას. დღევანდელი დღეც ამის დასტურია, გაიხსნა სამი ალტერნატიული ბაღი.მადლობა მინდა ვუთხრა სკოლების ხელმძღვანელობას, რომ გამოგვიყეს ფართი ჯგუფების გასახსნელად. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ჩვენი მიზანია, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ყურადღების გარეშე“ - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

 დღესვე, შუახევის მერი მაწყვალთის, კვიახიძეების და დღვანის მოსახლეობას შეხვდა, დაათვალიერა კვიახიძეების ეთნოგრაფიული მუზეუმი.

 მერთან ერთად იმყოფებოდნენ საკრებულოს წევრები გენად მიქელაძე, იმედა მუკუტაძე, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ნათელა გოგიტიძე და მერის რწმუნებული დღვანის ადმინისტრაციულ ერთულში ჯუმბერ ფუტკარაძე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics