04:51 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 12:01:33, 1855 ნახვა

ეკონომიკა
დღეიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო

1-ელი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს  შესაძლებლობა აქვს,  ელექტროენერგია  საბაზრო ფასად შეისყიდონ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ასეთი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე დაშვება შეამსუბუქებს ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლის ტარიფზე დატვირთვას, რაც მთავრობას  საშუალებას მისცემს  საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად  მეტი დაცვის მექანიზმები აამოქმედოს.  ამით საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო.

ბაზრის დერეგულირების რეფორმის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია პირდაპირ მომხმარებლებად  დარეგისტრირებული საწარმოებისთვის, რომ  მათ  გაზარდონ საკუთარი წარმოების ენერგოეფექტურობა და იფიქრონ  ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. თუ აქამდე ასეთი მომხმარებლები  ელექტროენერგიას ფიქსირებულ ფასად ყიდულობდნენ გამანაწილებელი კომპანიებისგან, რეფორმა მათ აძლევს საშუალებას, საჭირო ელექტროენერგია თავისუფალ ბაზარზე საბაზრო ფასად შეისყიდონ.

ვაჭრობის ეს ფორმა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ევროპული სტანდარტის ენერგეტიკულ ბაზრისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ქვეყანაში ინერგება.

ენერგეტიკული რეფორმა კარგი სტიმული გახდება იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც  საქართველოს გენერაციის ობიექტებში დამატებითი ინვესტიციას განხორციელებით არიან დაინტერესებულნი.

„ვფიქრობ, ამ რეფორმით სერიოზული ნაბიჯი გადაიდგმება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცების, ენერგოეფექტურობის გაზრდისა და ქართული ინდუსტრიის აღორძინებისთვის", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics