23:33 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 13:17:50, 545 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ოჯახური და ქალთა წინააღმდეგ სხვა სახის ძალადობა კვლავაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება

საქართველოში ოჯახური და ქალთა წინააღმდეგ სხვა სახის ძალადობა კვლავაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

ამის შესახებ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ქმრების მიერ ცოლების მკვლელობები გაზრდილია.

სახალხო დამცველის მიერ დეკემბერში გავრცელებული ცნობით, ოჯახურ ძალადობას 25 ქალი შეეწირა.

სახალხო დამცველმა მთავრობა ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აღმოსაფხვრელად აუცილებელი სტრატეგიის შეუმუშავებლობისათვის გააკრიტიკა.

ანგარიშში ყურადღება ასევე გამახვილებულია ქალებზე მოტაცების გზით ქორწინების პრეცედენტებზე და აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი მოტაცებას დანაშაულად აფასებს, პოლიცია ამგვარ შემთხვევებში იშვიათად მოქმედებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს სამსახურში ქალების დისკრიმინაციასა და მათ სექსუალურ შევიწროებაზეც.

„კანონი ცალმხრივად არ კრძალავს ამგვარ შევიწროებას და სამართალდამცავებიც იშვიათად იძიებენ მსგავს შემთხვევებს, გარდა ამისა პატრიარქალური და სტერეოტიპული დამოკიდებულება ქალებისადმი ღრმადაა ფესვგამდგარი“, – ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics