|
2015-06-26 12:47:01, 666 ნახვა
ეკონომიკა
BDO: საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება ინვესტიციების მიმართულებას უნდა მიაქციოს
საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება ინვესტიციების მიმართულებას უნდა მიაქციოს, - ამის შესახებ აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა საქართველოში ზურაბ ლალაზაშვილმა კომპანიის მიერ მსოფლიო ქვეყნების საინვესტიციო გარემოს შემსწავლელი კვლევის – "International Business Compass 2015"-ის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებაა ბევრი მაჩვენებლის კუთხით, თუმცა ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია და მთავრობამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. „გაუარესება რაც იყო წინა წელთან შედარებით, ეს არის ინვესტიციების მიმართულება და ასეთი ტიპის ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ინვესტორებს მთავრობამ, რათა აქაც მოხდეს გაუმჯობესება. შემცირებაა მთლიანი ინვესტიციების მოცულობის აბსოლიტურ მაჩვენებელში და ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა და ნაკლები ახალი ინვესტორი ინტერესდება საქართველოში ფულის ჩადებით. შესაბამისად, მთავრობამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს“, - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა. "International Business Compass 2015"-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს საინვესტიციო ინდექსი 2014 წელთან შედარებით 5 პუნქტით გაუმჯობესდა და საქართველომ რეიტინგში 43-ე ადგილზე გადაინაცვლა. რეიტინგში წინსვლაა 2013 წელთან შედარებითაც, ამ წლის მონაცემების მიხედვით საქართველო 54-ე ადგილზე იყო. ამასთან როგორც კვლევის პრეზენტაციაზე ზურაბ ლალაზაშვილმა აღნიშნა, საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს მეზობელ სახელმწიფოებს შორის. ცნობისთვის, საერთაშორისო ბიზნეს კომპასი იკვლევს ქვეყნის სანდომიანობას სხვადასხვა მექანიზმით და მოიცავს სამ მიმართულებას: ეკონომიკურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და სოციო-კულტურულს.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)