|
2019-04-30 16:52:20, 1851 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში თავდაცვის ძალების დღე აღინიშნა
საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლის იუბილე ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედროებმა ქაბულში აღნიშნეს. ავღანეთში თავდაცვის ძალების სამხედრო წარმომადგენლობის ორგანიზებით ბაზა HKIA-ზე მარათონი და ოფიციალური მიღება გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში ავღანეთში დისლოცირებული ყველა ქვედანაყოფის წარმომადგენელი, ასევე ბაზა HKIA-ზე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთნენ. მოგვიანებით კი, თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა ბაზაზე დისლოცირებულ მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლა. ბაზა HKIA-ს მეთაურმა, თურქეთის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალმა ჰუსეინ ქამბურმა ქართველ სამხედროებს პირადად მიულოცა პროფესიული დღე და საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობის წევრებს ნატოს მისიის მედლები გადასცა. ღონისძიების დასასრულს კი, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა თავდაცვის ძალების 5 სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)