|
2019-04-30 15:42:11, 1806 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის ძალების დღე ტელეხიდით მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მართვის ცენტრიდან მიულოცა. „ჩემო ძმებო, მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით მოგილოცოთ დღევანდელი დღე! ბევრჯერ მსმენია, თუ რა დიდი შეფასება აქვს ქართულ ჯარს „მტკიცე მხარდაჭერისა“ და ევროკავშირის ეგიდით აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე სხვა მისიების ფარგლებში. ჩვენ ვამაყობთ, რომ როგორც პარტნიორები ვართ სამაგალითონი - ეს აღიარებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ კრიტიკული ოპერაციების შესრულების დროს. მაქვს პატივი, თქვენთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას. მაქვს პატივი, გამოვხატო თითოეული ქართველის დამოკიდებულება თქვენს მიმართ, ის სიყვარული და პატივისცემა, რომელიც განსაკუთრებულია იმიტომ, რომ თქვენ აიღეთ თქვენი ქვეყნის დაცვის ვალდებულება. ვალდებულების აღება კი, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ“, - მიმართა იზორიამ სამხედროებს. ტელეხიდით ჩართვისას ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე სამაგალითო რეფორმებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს ახალი სოციალური მიმართულებების - საბინაო პოლიტიკისა და განახლებული სახელფასო უზრუნველყოფის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან ქართველ მშვიდობისმყოფელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც მიულოცა და თავდაცვის მინისტრს სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამჟამად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედნაყოფები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში მონაწილეობენ. ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტი სამ ლოკაციაზეა დისლოცირებული. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებს. IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი საერთშორისო ოპერაციაში, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მონაწილეობას. ქაბულში კი, III ქვეითი ნაკრები ასეულია დისლოცირებული და მის მთავარ ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში არიან დისლოცირებული. ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცარ-ში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში - EUTM RCA, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, ასრულებს. ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალიში (EUTM Mali) საქართველო შეიარაღებული ძალები ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი და სამეკავშირეო ოფიცრის პოზიციას იკავებს, რომლის ძირითადი მიმართულებებია ადგილზე მოქმედ მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაციაა.
(NS)
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)