|
2019-04-26 12:23:50, 1844 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანის საგარეო: მომხრე ვართ, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდეს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს, - შესაბამისი განცხადება უწყების პრესმდივანმა ლეილა აბდულაევამ გააკეთა. როგორც აბდულაევამ აღნიშნა, ოფიციალური ბაქო ყოველთვის იყო აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის მომხრე. "აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის გასწვრივ სამონასტრო კომპლექსის უამრავი ისტორიული, არქიტექტურული და რელიგიური ობიექტი 25 კილომეტრის მანზილზეა განლაგებული. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ორმხრივი ფორმატების ფარგლებში წყდება, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ პროცედურებს ეფუძნება. მომხრე ვართ იმისა, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია მოხდეს. აზერბაიჯანი მზად არის, აღნიშნული პროცესი უახლოეს მომავალში დაასრულოს", - განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა. ცნობისთვის, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ინფორმაციით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირებსა და მრევლს დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისვლის უფლება მისცეს.
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)