|
2019-04-25 19:04:58, 1280 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში სამი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო
ავჭალას სამი ახალი სპორტული მოედანი შეემატა. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სამ მისამართზე - ლიბანის ქ. N6 კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ, ასევე, მონასტრისა და ბაღნარის ქუჩებზე სპორტული მოედნების კაპიტალური მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. ახალი მოედნების მოწყობის პარალელურად, ორ მისამართზე - ავჭალაში, ანდრონიკაშვილის N145 და გლდანის მეორე მიკრორაიონის N27 კორპუსთან სპორტული მოედნების სრული რეაბილიტაცია ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი. დასრულებულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესა და შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
(NS)
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)