11:58 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 14:06:50, 1198 ნახვა

საზოგადოება
ზაზა გაბუნია თემქაზე მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქის და სანზონის მაჟორიტარი ზაზა გაბუნია მოსახლეობას შეხვდა.                       

შეხვედრაზე დეპუტატმა მოსახლეობას 3 მაისს გასამართ დასაქმების ფორუმთან დაკავშორებით მიაწოდა ინფორმაცია.

ფორუმი ზაზა გაბუნიას ინიციატივით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაიმართება.

„ხალხს რაც ყველაზე მეტად სჭირდება, ეს დასაქმებაა. არსებობს ამისთვის სახელმწიფო პროგრამები და ჩვენ შევევდებით 3 მაისს გასამართ ფორუმზე სამსახურის მაძიებლები დამსაქმებლებს დავაკავშიროთ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შესაბამისი დეპარტამენტის მონაწილეობით“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დასაქმების ფორუმი რომელში მონაწილეობას თემქისა და სანზონის მოსახლეობას და ასევე  დასაქმების ყველა მსურველს შეეძლება, 3 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება.

 

 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics