|
2019-04-24 22:51:04, 2566 ნახვა
სხვადასხვა
თბილისი პრაიდი შს მინისტრის მოადგილეს ნათია მეზვრიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს
"თბილისი პრაიდი" შს მინისტრის მოადგილეს ნათია მეზვრიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს, როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მეზრვიშვილმა არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, როცა განაცხადა რომ მოლაპარაკებები მხოლოდ ორშაბათს დაიწყო. მათივე ინფორმაციით, პირველი სამუშაო შეხვედრა "თბილისი პრაიდსა" და შსს-ს შორის ჯერ კიდევ 1 მარტს გაიმართა. თბილისი პრაიდის განცხადებაში აღნიშნულია რომ: “სახელმწიფო გააკეთებს მაქსიმუმს, რათა ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს და დაცული იყოს თითოეული გამომსვლელის უსაფრთხოება”, - რაც შსს-ს წარმომადგენლებმა 22 აპრილის შეხვედრაზე ნამდვილად განაცხადეს. იგივე გაიმეორა ნათია მეზვრიშვილმა თავის განცხადებაშიც. მითითებულის გათვალისწინებით, გაუგებარია რა ნაწილში “არ შეესაბამება რეალობას” თბილისი პრაიდის მხრიდან გუშინ გავრცელებული ინფორმაცია. განცხადებაში არ ყოფილა საუბარი კონკრეტულ გარანტიებზე. აქცენტი გაკეთდა მხოლოდ იმაზე, რომ საჯარო შეკრების უსაფრთხოება სწორედ სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა და გვაქვს მოლოდინი, რომ შსს ეფექტურად აღასრულებს მის წინაშე დაკისრებულ პასუხისმგებლობას. ნათია მეზვრიშვილმა ასევე ისაუბრა პროცესის საჯაროობაზე და თბილისი პრაიდის განცხადება “შეუთანხმებელ” და “დაუფიქრებელ” ნაბიჯად მოიხსენია. აღნიშნულ შეფასებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ თბილისი პრაიდი თავს ვალდებულად თვლის სახელმწიფოსთან მიმდინარე მოლაპარაკებებსა თუ შეთანხმებებზე იყოს საჯარო და შესაბამისად პროცესი წარმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ. ჩვენ არ გვქვს უფლება ინფორმაციულ ვაკუუმში ვამყოფოთ ქვიარ თემის წევრები და მხარდამჭერები. ვაცნობიერებთ რა არსებულ რისკებს, ჩვენ პასუხისმგებლობად მივიჩნევთ პროცესის საჯაროობას" - ნათქვამია "თბილისი პრაიდის" გავრცელებულ განცხადებაში. „უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს ვხედავთ - გადაჭრით რამეზე საუბარი, სანამ ღონისძიების თარიღი არ მოახლოვდება, პრაქტიკულად შეუძლებელია“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ლგბტ პრაიდზე საუბრისას განაცხადა. მან მხარეებს მოუწოდა, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ოფიციალური შეხვედრები და მოსამზადებელი ღონისძიებები არ დასრულებულა და საწყის ფაზაშია, ყოველგვარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)