|
2015-06-25 17:00:24, 837 ნახვა
ეკონომიკა
მეჭიაური: საზედამხედველო ფუნქცია ეროვნულ ბანკში რჩება, მაგრამ მასზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გავლენა ნომინალური იქნება
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა არ ხდება, თუმცა მასზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გავლენა ნომინალური იქნება. ამის შესახებ მეჭიაურმა 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. „ჩვენ არსად არ გვითქვამს, რომ ეროვნული ბანკიდან გაგვაქვს ეს ფუნქცია, აქ უბრალოდ იმიჯნება ეს ორი ფუნქცია, ერთი მონეტარული და მეორე ფინანსური ზედამხედველობის, რომელიც იყო მთლიანად ისევ ეროვნულ ბანკში, მაგრამ უშუალოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში, ახლაც რჩება ფინანსური ზედამხედველობა ისევ ბანკში, მაგრამ მასზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გავლენა ხდება ნომინალური და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკი აღარ იქნება ბანკთა ბანკი“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინასო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა და მისმა პირველმა მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ მოამზადეს, 2015 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს ეროვნულ ბანკთან იქმნება სსიპ - საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება: საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)