|
2019-04-23 10:47:25, 2256 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ლოჯისტიკური სწავლებას - „დასავლეთის აღალი 2019“-ს დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქუთაისის მახლობლად, სოფელ გოდოგანის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოჯისტიკური სწავლების „დასავლეთის აღალი 2019“-ის აღსრულების ფაზას დაესწრო და სწავლების მიმდინარეობას პირადად დააკვირდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს სწავლების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი დასავლეთ სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა ჩაუტარა, სადაც სწავლების მნიშვნელობაზე ამოცანასა და მიზანზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში ლევან იზორიამ სწავლების ორი ლოკაცია მოინახულა და სიტუაციურ სწავლებასაც დაესწრო. სწავლება „დასავლეთის აღალი 2019“-ის მიზანი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და ოპერატიულად დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ლოჯისტიკური ელემენტების კოორდინირებული ქმედების დახვეწა და საბრძოლო დონის ამაღლებაა. ლოჯისტიკას თავდაცვის ძალების სრულფასოვნად ფუნქციონირებაში მშვიდობიანობის, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს დიდი როლი ენიჭება. სწორედ ლოჯისტიკოსების პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობაზეა არსებული მატერიალურ-ტექნიკური მარაგების ეფექტიანად მართვა. სამხედრო წვრთნებს ასევე დაესწრნენ თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)