2019-04-22 11:48:14, 3296 ნახვა
მსოფლიო
„ავიაბილეთი უკვე ნაყიდი მაქვს“ - მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, - ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია Наш-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მან კიევის მიმართულებით ავიაბილეთი უკვე შეიძინა. ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინაში შესვლაზე აკრძალვის მოხსნა მოითხოვა. მისივე განმარტებით, მან იურისტის მეშვეობით უკრაინის უშიშროების სამსახურს უკვე მიმართა.
"როგორც უკრაინის მოქალაქე დიდი გარდაქმნის ნაწილი მინდა ვიყო. დიდი უსამართლობაა, როდესაც იმ ქვეყნიდან მაგდებენ, რომელიც მიყვარს, როგორც ჩემი მშობლიური საქართველო. ბოლო წლები უკრაინაში მაქვს გატარებული და ძალიან მინდა ახლა კიევში ვიყო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან