|
2019-04-20 18:48:53, 1390 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში მოწამლული ბავშვები ქუთაისში გადაიყვანეს - ინტოქსიკაციის მიზეზად სოსისის მიღება სახელდება
ზუგდიდში მოწამლული ბავშვების ნაწილი ქუთაისში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოს ფილტვისა და ინფექციურ დაავადებათა ცენტრში 7 მოზარდი იმყოფება. დასავლეთ საქართველოს ფილტვისა და ინფექციურ დაავადებათა ცენტრის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, ბავშვებს ინტოქსიკაციის ერთნაირი ნიშნები აღენიშნებათ, რისი მიზეზიც კი, სოსისის მიღება გახდა. „შემოყვანილ იქნა 7 ბავშვი. როგორც გვქვს ინფორმაცია 3 ბავშვს კიდევ შემოიყვანენ. მივიღეთ ბავშვები, შვიდი ბავშვიდან 6 გოგონაა და ერთი ბიჭი. ყველაზე უფროსი არის 10 წლის, ყველაზე უმცროსი ერთი წლის. მათ ახლავთ ერთი დედა და უკავშირებენ კვებით ინტოქსიკაციას, სოსისი აქვთ მიღებული. როგორც თანმხლები ქალბატონი ამბობს, ის ამ ბავშვების დედაა. ზოგიერთი მათგანი სურუგაციითა დაბადებული, ზოგი კი ამ მისი შვილები არიან, თუმცა ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ“, - განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს. ჰოსპიტალის ექიმის განცხადებით, არასრულწლოვნებს ღებინება და ზოგადი სისუსტე აღენიშნებათ. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან და ნაქირვებ ბინაში ცხოვრობენ. ბავშვებს შორის ყველაზე პატარა 7 თვის არის. ამასთან, თანმხლებ ქალბატონთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, ვინაიდან 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 2017 წელს არის დაბადებული, გაჩნდა ეჭვი, რომ საქმე ტრეფიკინგის ნიშნებს შეიცავს.„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთარსებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)