|
2019-04-19 20:33:33, 2338 ნახვა
ეკონომიკა
ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ქართული საექსპორტო პოტენციალის განხილვა გაიმართა
სასტუმრო „რედისონში" მორიგი შეხვედრა გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში შექმნილი სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს (TAG) წევრებთან, რომელიც სხვადასხვა ბიზნესასოციაციებს აერთიანებს. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და USAID/GEORGIA პროექტი "მმართველობა განვითარებისათვის" (G4G) მხარდაჭერით ჩატარდა და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უძღვებოდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. კერძო სექტორთან შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ქართული საექსპორტო პოტენციალის გამოვლენისა და მათი ამ ქვეყნების ბაზრებზე ექსპორტირების ხელშეწყობის საკითხებია. ამასთან, კერძო სექტორის მხრიდან დასმული საკითხები ეხება ამ ქვეყნებთან ვაჭრობისას არსებულ არასატარიფო ბარიერებს. „ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებს ვისთანაც ვაფორმებთ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ იმ კუთხით, რომ აღნიშნულ ქვეყნებთან უფრო მეტად გაძლიერდეს ვაჭრობა და ხელი შეეწყოს ქართული პროდუქციის ექსპორტის დივესიფიცირებას და სტრუქტურის გაუმჯობესებას" - აღნიშნა გენადი არველაძემ სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქცია ერთ კონკრეტულ ბაზარზე არ იყოს მიბმული და მოხდეს ექსპორტის დივერსიფიცირება. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების თანახმად არის მზაობა, რომ მოხდეს იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, სადაც საქართველო კონკურენტუნარიანია, რის შემდგომაც ევროკავშირი დაგვეხმარება იმ ტექნიკური და სავაჭრო ბარიერების დაძლევაში, რომლებიც ხელს უშლის ჩვენი პროდუქტის გადაადგილებას აღნიშნულ ბაზარზე. მისი განცხადებით, ასევე ჩინეთის კომერციის სამინისტროა დაინტერესებული, რომ მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდეს გასულ წელს ძალაში შესულ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, GIZ-თან ერთად, მათი ექსპერტების ჩართულობით უკვე მოხდა რამდენიმე სექტორის იდენტიფიცირება. „მოვახდინეთ გარკვეული სექტორების იდენტიფიცირება, სადაც ვფიქრობთ, რომ ღირებულებათა ჯაჭვში შესაძლებელია ევროკავშირის მიმართულებით ჩართვა. ასეთი 3 სექტორი იქნა იდენტიფიცირებული: ეს არის ავეჯის და მსუბუქი მრეწველობის სექტორები, ასევე აისითი სექტორი", - აღნიშნა გენადი არველაძემ.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)