01:59 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 16:45:43, 1533 ნახვა

რეგიონი
მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

საქართველოს მთავრობამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ამ პროგრამით ისარგებლებს 142 აბიტურიენტი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან. მთავრობის მეთაურის განმარტებით,  ისინი მომზადებას გაივლიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.

„ჩვენ გუშინ ავამოქმედეთ საპილოტე პროგრამა, რომელიც დარწმუნებული ვარ,  ძალიან წარმატებული იქნება.  მინდა ხაზი გავუსვა, რომ ახალგაზრდების განათლებას სრულად დავაფინანსებთ ჩვენ, მათ შორის საცხოვრებელ კომპონენტსაც. მსურს, ახალგაზრდებს და მათ მასწავლებლებს გადავუხადო დიდი მადლობა. თითოეული მასწავლებელი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტირებზე, ჩვენს მომავალ თაობას აძლევს განათლებას, არის ნამდვილი გმირი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამა  სამშვიდობო ინიციატივის -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" შემადგენელი ნაწილია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics