16:44 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 09:33:20, 1328 ნახვა

პოლიტიკა
რომან კაკულია: ქობულიამ, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება

 „გიორგი ქობულიამ სამწუხაროდ ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება“, - ამ სიტყვებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა.

როგორც კაკულიამ აღნიშნა, შესაძლოა ქობულიასა და პრემიერ-მინისტრს შორის გარკვეული უთანხმოება ყოფილიყო.

„გიორგი ქობულიამ, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება. ამას მაინც და მაინც კრიტიკით არ ვამბობ მის მიმართ. ძალიან დიდი სამინისტროა. მისთვის ეს გარემო თავისთავად ცხადია ცოტა უცხო იყო, ის სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა. უნდა ვისაუბროთ რაღაც ტიპის უთანხმოებაზე, მასსა და პრემიერს შორის, რომელზეც თვითონ უნდა გააკეთოს განცხადება“, - განაცხადა რომან კაკულიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics