|
2015-06-25 12:32:06, 824 ნახვა
ეკონომიკა
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროგრამის განხილვის მიზნით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკთან ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთის მონაკვეთის დაფინანსების შესახებ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაზე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთისა და არგვეთის მონაკვეთების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევისა და ღირებულების შესაბამისობის ანალიზის შედეგების განხილვა გაიმართა. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს სატრანსპორტო სექტორში მოქმედ დონორთა კოორდინაციის ხელშეწყობა, ამჟამად არსებული მდგომარეობისა და მოსაზრებების გაზიარება, ასევე შესაბამისი საკითხებისა და სტრატეგიების განხილვა. „აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ხდება მთლიანი საგარეო ტვირთების 60%-ზე მეტის გადაზიდვა. აღნიშნული მაგისტრალის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად გარდაქმნისთვის. აღნიშნული ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას ერთის მხრივ, ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის, ხოლო მეორეს მხრივ - თურქეთსა და ევროპას შორის. საქართველოს მთავრობისთვის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასრულება და მისი საერთაშორისო საავტომობილო გზების სტანდარტებთან ჰარმონიზაცია ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და სურს, რომ პროექტი 2020 წელს დაასრულოს“, - აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსტროში. შეხვედრას დაესწრნენ - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და დონორთა მისიის წარმომადგენლები.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)