16:43 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 18:38:18, 1491 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნით შეიმუშავა

ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნით შეიმუშავა, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შეფასებისას გააკეთა.

მისი თქმით,  კანონპროექტის განხილვების დროს ცვლილებების შეტანა ს რეგლამენტით შესაძლებელია და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე,  პროექტის განხილვის დროს უნდა ყოფილიყო დასმული და ასახული ტექსტში, სწორედ ამას ემსახურებოდა დღის პირველ ნახევარში კანონპროექტის განხილვის დაწყება.

„ვენეციის კომისიის დასკვა იყო საჯარო, როგორც კი გამოქვეყნდა ყველა ადამიანისთვის და პრაქტიკულად უმრავლესობის ყველა წევრს ქონდა შესაძლებლობა, რომ გაცნობოდა ამ დასკვას, უბრალოდ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ  ხვალ დილიდან გაგრძელდეს განხილდა პლენარულ სესიაზე განპირობებული იყო იმით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ხომ უნდა აისახოს კანონპროექტის ტექსტში და სწორედ ტექსტის ეს რედაქცია გვსურს და სჭირდება დეპუტატებს, რომ ჰქონდეთ, რომ უკვე ხვალ გავაგრძელოთ განხილდა იმ წერტილიდან სადაც ტექსტში ასახული იქნება ეს რეკომენდაციები ძირითადად ამას უკავშირდება სხდომის განახლება ხვალ.  ცვლილებების შეტანა კანონპროექტის ტექსტში არის რეგლამენტით შესაძლებელი მისი განხილვის დროს, შესაბამისად ის რეკომენდაციები რაც ვენეციის კომისიამ შემოგვთავაზა დღეს სწორედ პლენარულზე პროექტის განხილვის დროს უნდა ყოფილიყო დასმული და ასახული ტექსტში, სწორედ ამას ემსახურებოდა ის რომ დღეს ჩვენ დავიწყეთ უკვე დღისპირველი ნახევრიდანვე კანონპროექტის განხილვა",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics