15:23 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 15:37:33, 1619 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრსა და „საქართველოს ეროვნული ბლოკჩეინის სააგენტოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შპს „საქართველოს ეროვნული ბლოკჩეინის სააგენტოს" შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მემორანდუმს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ და ბლოკჩეინის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ ყამარაულმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ბლოკჩეინის ტექნოლოგიის და განაწილებული მონაცემთა ბაზების  სფეროში ცოდნის გაღრმავებასა და ცნობიერების ამაღლებას, პროფესიული ტრენინგების პროგრამის შემუშავებას, ასევე, შესაბამის პროექტებში ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და სამართლებრივი რეგულირების ექსპერტების ჩართულობას ითვალისწინებს.

უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლიდან დაიწყო და მსოფლიოში  პირველი საჯარო უწყება  გახდა,  რომელმაც ეს ინოვაციური ტექნოლოგია სახელმწიფო სერვისებში დანერგა. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბლოკჩეინის ქსელში 2 მილიონი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი.  ბლოკჩეინში ინტეგრირებით  უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics