|
2019-04-17 13:39:19, 1527 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა კვიპროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს ხრისტოდულიდისმა სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ორმხრივი დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია, უზრუნველყოს მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სფეროში ერთობლივი საქმიანობისა და პროექტების განხორციელებას. „კვიპროსთან, როგორც ტურისტულად კარგად განვითარებულ ქვეყანასთან, აგროსასურსათო მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში თანამშრომლობა, რადგან განვითარების ტენდენცია მზარდია. ჩვენ საშუალება გვაქვს ვენახის ისეთი ქართული ჯიშები შევთავაზოთ კვიპროსის მხარეს, რომლებიც მათ რთულ კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუება. ასე რომ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის რეალური პერსპექტივა რამდენიმე მიმართულებით არსებობს და პრიორიტეტულია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კვიპროსის დელეგაცია, პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისის ხელმძღვანელობით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)