|
2019-04-15 15:42:39, 2996 ნახვა
სამხედრო
იზორია - დეზინფორმაციაა, რომ ქართველი იუნკერის მიერ ამერიკელი სამხედრო გოგონას მიმართ ძალადობა განხორციელდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ წარმოებულ დეზინფორმციულ კამპანიას გამოეხმაურა, რომლის მიზანიც, წარმატებული რეფორმებისა და მიღწევების ფონზე, თავდაცვის უწყების დისკრედიტაციაა. ლევან იზორიას განცხადებით, დეზინფორმაციული კამპანია საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით თავდაცვის ძალების მიმართ, ნდობის ხარისხის შემცირებიკენ არის მიმართული. „სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს რეფორმებს, წარმატებებს, რომელიც გვაქვს თავდაცვის უწყებაში, ჩრდილი მიაყენოს იმ მზარდ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ნატო-სთან მიმართებაში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში და როდესაც ამ პოზიტივზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს რა თქმა უნდა, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება, ის საერთაშორისო აღიარება, რომელსაც დღითიდღე საქართველოს და განსაკუთრებით თავდაცვის უწყება იმსახურებს ჩვენი ობიექტური დამკვირვებლებისგან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. დეზინფორმაციის კამპანია არის გამიზნული იმისკენ, რომ ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და განსაკუთრებით, თადაცვის ძალების მიმართ ნდობის ხარისხი შემცირდეს საზოგადოებაში და ამას ცდილობენ მართალია, უშედეგოდ, მაგრამ უსუსურად, ტყუილებით, ყოველგვარი ფაქტების გარეშე“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ლევან იზორია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან დაკავშირებით გასულ რეპორტაჟსაც გამოეხმაურა. იზორია კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართველი იუნკერის მიერ ამერიკელი სამხედრო გოგონას მიმართ ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. „საუბარი იყო თითქოსდა იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე გოგონას მიმართ, რაც არა მხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ, ასევე აშშ-ის საელჩოს მიერ იქნა კატეგორიულად უარყოფილი, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ეს ყოველივე იწვევს მართლაც დიდ აღშფოთებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. თავდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე დეზინფორმაციის სხვა ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება. „ახლახან მქონდა პარლამენტში შესაძლებლობა, მემხილა აღნიშნული ტელევიზია მსგავს დეზინფორმაციებში. როდესაც საუბარი იყო, რომ თითქოს ჯარი რჩება ხორცის გარეშე და თითქოს ჯარი არ არის შესაბამისი უნიფორმით ჩაცმული, არ არის შესაბამისი სტანდარტების ბათინკები და ა.შ. არ ჩამოვთვლი იმ ნუსხას დეზინფორმაციებისა, რომელიც მე მესმის ყოველ კვირა, ჩვენი უწყების მიმართ. მინდა აღვნიშნო ტელეკომპანია, რომლის ფაქტობრივი მმართველი ამბობს, ე.წ. დასავლეთის კოლონიალისტურ პოლიტიკაზე და მიდგომაზე; მათ შორის, საქართველოს მიმართ. ეს დეზინფორამციული კამპანია ამ ფონზე მართლაც რომ გაკვირვების საგანს ჩემთვის არ წარმოადგენს. პირადად მე, ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად, რომლის უმრავლესობის მისწრაფებაა დასავლეთში ინტეგრაცია, დასავლური ღირებულებების დაცვა, ყველაფერს გავაკეთებთ მსგავსი განცხადებების და დეზინფორმაციების გავრცელების საწინააღმდეგოდ. გავაკეთებთ მხოლოდ ფაქტებით, სიმართლითა და ჭეშმარიტებით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
(NS)
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)