|
2019-04-15 11:09:01, 1316 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო. ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოსა და ფოიეში რამდენიმე გამოფენა იყო მოწყობილი. კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრთან და მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი გამოფენა - „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი“ დაათვალიერა. გამოფენაზე წარმოდგენილია იაკობ გოგებაშვილის წერილები და მიმოწერა. ბავშვთა ანსამბლმა „მძლევარი“ კი სტუმრებისთვის „ჩემო კარგო ქვეყანა“ და „მრავალჟამიერი“ შეასრულა. ამასთან, 17:00 საათზე, უნივერსიტეტის ბაღში ნიაზ დიასამიძის და ჯგუფ "33ა"-ს კონცერტი გაიმართება. დღის ბოლოს კი თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაქალაქის საკრებულოს შენობაზე მოეწყობა 3D ინსტალაცია - „ქართული ხელნაწერები“, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცულ უნიკალური კოლექციას წარმოადგენს. ღონისძიებების ორგანიზატორები არიან დედაქალაქის მერია, თბილისის საკრებულო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)