|
2019-04-13 17:32:28, 2343 ნახვა
ეკონომიკა
ვახტანგ ჭარაია: „სტანდარტ ენდ პუარსის“ გადაწყევტილება საქართველოში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკას წარმოაჩენს
"სტანდარტ ენდ პუარსმა" საქართველოს 2011 წლის შემდეგ პირველად გაუუმჯობესა რეიტინგის პერსპექტივა, რაც უდაოდ მისასალმებელი ფაქტია და წარმოაჩენს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკას, - ასე შეაფასა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის "სტანდარდ ენდ პუარსის" მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესების ფაქტი. მისივე განმარტებით, ეს წარმოაჩენს ქვეყანას მათ შორის: ადგილობრივი და გარეშე შოკებისადმი მდგრადობის, ინსტიტუციური განვითარების, საერთაშორისო რეზერვების და სახელმწიფო საგარეო ვალის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების, რეფორმების წარმატებულობის და სხვა მრავალი კუთხით. "ამასთან ერთად ორგანიზაცია მზაობას გამოთქვამს გააუმჯობესოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგიც ექსპორტის და სავალუტო რეზერვების მაჩვენებელის შემდგომი ზრდის შემთხვევაში, რაც მიუღწეველი პირობა ნამდვილად არ გახლავთ", - აღნიშნა ჭირაიამ. ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, წარმატებებთან ერთად "სტანდარტ ენდ პუარსი ქვეყნის სუსტ მხარეებზეც ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის იმპორტდამოკიდებულებასა და აგრეთვე, მცირე დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის ექსპორტზე, რომელიც ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდქუციაზე მოდის, სადაც თავის მხრივ მოსახლეობის ძალიან დიდი წილია დასაქმებული (დაახლოებით 40 პროცენტი) სამწუხაროდ არაეფექტიანად. ანგარიშში ნათქვამია რომ მსგავსი საკითხები აფერხებს ქვეყნისთვის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას. ანგარიშში ყურადღება აგრეთვე გამახვილებულია საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზეც, თუმცა მიჩნეულია რომ მათი ესკალაციის წინაპირობა არ არსებობს და დამატებით რისკებს ქვეყანა ამ მხივ არ უნდა ელოდოს. "რეიტინგებში წინსვლის გარეშე ქვეყნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება არის შეუძლებელი. "სტანდარტ ენდ პუარსი" და მსგავსი დონის სხვა რეიტინგები ასახავენ და დიდწილად განაპირობებენ საქართველოს დღევანდელ დღეს და მის მომავალსაც," - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)