21:35 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-12 16:48:48, 2080 ნახვა

კომენტარი
ზოიძე: პროვოცირება ხდება ხელოვნურად, რომ დაჩაგრულის როლში გამოვიდნენ - ეს „ნაცმოძრაობის“ ტაქტიკაა

„მოვლენის ხელოვნურად პროვოცირება ხდება იმის გამო, რომ მერე დაჩაგრულის როლში გამოვიდნენ“, - ასე ეხმაურება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე სამეგრელოში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დააკავეს.

ზოიძე იმედს გამოთქვამს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის.

„რა თქმა უნდა ხელისუფლების პირველი პასუხისმგებლობა არის უზრუნველყოს სიმშვიდე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოვლენის ხელოვნურად პროვოცირება ხდება იმის გამო, რომ მერე დაჩაგრულის როლში გამოვიდნენ და თქვან რომ ხელისუფლებას ჰყავს ზონდერები და ოპოზიციას ატერორებს. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი ტაქტიკაა, ზოგადად ისე ხდება, რომ ამომრჩეველი დაჩაგრულის მიმართ სიმპათიით არის განწყობილი. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობით ცნობილი რეჟიმის წარმომადგენელია. დიდი იმედი მაქვს არჩევნები, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიანად ჩაივლის. ამისკენ მოვუწოდებ ოპონენტებსაც“, - ამბობს აკაკი ზოიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდში  „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, პარტიის წევრები ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. მოგვიანებით, გიორგი პატარაია და ანი წითლიძე გაათავისუფლეს. მანუჩარ ჩხეტია ამ დრომდე დაკავებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics