22:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-11 20:33:40, 4423 ნახვა

Lifestyle
სიკვდილის შემდეგ თქვენი სხეულის ბრილიანტად გადაქცევას შეძლებთ

2020 წლისთვის აშშ-ში გარდაცვლილი ადამიანების ნახევარი დამარხვას კრემაციას ამჯობინებს. ამერიკელების ეს გადაწყვეტილება გასაკვირი სულაც არაა, რადგან რიგ შტატებში ადგილი სასაფლაოზე არაადექვატურად ძვირი ფუფუნება ხდება. 
ამ რთულ დროს აშშ-ში შემოვიდა შვეიცარიული კომპანია Algordanza, რომელიც ადამიანის სხეულის კრემაციის შემდეგ  დარჩენილ ფერფლს  ოჯახის სურვილის შემთხვევაში ძვირფას ქვად გადააქცევს. 

ნებისმიერი ძუძუმწოვარი არსების სხეული ნახშირბადისგან შედგება, რომელიც წვის შემდეგ რჩება (2,5-4,5 ფერფლი) , სწორედ ეს მასალა შეიძლება ხელოვნურ ძვირფას ქვად გადაიქცეს. და თუ ქვის ზომა დარჩენილი ფერფლის რაოდენობითაა შემოფარგლული, ფერის არჩევაში სრული თავისუფლება გეძლევათ.

სპეციალურ კამერაში მოთავსებულ ფერფლს კვლავ 1370 გრადუსამდე აცხელებენ , ამასთან მასზე 20 ტონიანი წნევა ხორციელდება , რაც მიკროსკოპული კრისტალური ბადის შექმნას განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ ქვის "ზრდის" პროცედურა საკმაოდ დიდ დროს, 6-8 კვირას იკავებს. საბოლოოდ ჩვენ უხეშ, დაუმუშავებელ ალმასს ვიღებთ , რომელიც იუველირის ხელში გადადის და ბოლოს ორიგინალური ბრილიანტისგან ძალიან რთულად გასარჩევ მინერალს ვღებულობთ.

რა ჯდება ეს პროცედურა? სასაფლაოსგან განსხვავებით ის ძალიან იაფია-0,3 კარატიანი ქვის დამზადება (ეს ყველაზე პოპულარული ზომაა) თქვენ 3000$ + იუველირის მომსახურებას 300-500$ დაგიჯდებათ.
აღსანიშნავია, რომ იგივე პროცედურა გარდაცვლილ შინაურ ცხოველებთან მიმართებაშიც არის შესაძლებელი.

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics