|
2019-04-11 16:44:43, 1420 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის კინოთეატრში ხვალ ფილმების რეტროსპექტივა - „ფრანგული კინო: ახალი ტალღა, ახალი თაობა“ გაიხსნება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში 12 აპრილს 19:00 საათზე გაიხსნება ფილმების რეტროსპექტივა სახელწოდებით „ფრანგული კინო: ახალი ტალღა, ახალი თაობა". რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელი რვა მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმს მაღალი ხარისხით, ორიგინალის ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით იხილავს. ღონისძიება იმართება საქართველოს ეროვნული არქივის, თბილისისა და პარიზის ფრანგული ინსტიტუტების, ასევე საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობით. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი, თბილისის ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე და რეტროსპექტივის კურატორი ნინო ძანძავა. 1950-იანი წლებში ფრანგულ კინოში გამოჩნდა რეჟისორთა ახალი თაობა, რომელთა ნაწილი პირდაპირ მიეკუთვნება „ახალ ტალღას" ან ასოცირებულია ფრანგული კინოს ნოვატორულ მიმართულებებთან. არქივის კინოთეატრში ნაჩვენები იქნება ფრანსუა ტრიუფოს, ლუი მალის, ჟან-ლუკ გოდარის, ჟან რუშის, ედგარ მორენის, ჟაკ რივეტის, კრის მარკერის, ანიეს ვარდას და სხვა რეჟისორთა ფილმები, რომლებმაც განსაზღვრეს საეტაპო ცვლილებები ფრანგულ მხატვრულ და დოკუმენტურ კინემატოგრაფში. 12 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით ნაჩვენები იქნება: „ლიფტი ეშაფოტზე" (1957), „400 დარტყმა" (1959), „ერთი ზაფხულის ქრონიკა" (1960), „პარიზი ჩვენ გვეკუთვნის" (1961), „ჟიული და ჯიმი" (1961), „ზიზღი" (1963), „შეშლილი პიერო" (1965), „ვიეტნამისგან შორს" (1967). სულ გაიმართება 16 სეანსი. დასწრება თავისუფალია.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)