13:30 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-11 13:25:35, 1502 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: შეუძლებელია ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტის მხარდაჭერაზე ვიმსჯელოთ

შეუძლებელია ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტის მხარდაჭერაზე ვიმსჯელოთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.

ამ კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის საბჭო სასამართლოში ხდება კანცელარია. ეს კანონპროექტი არ შეესაბამება კონსტიტუციას. ამ კანონპროექტის განხილვა, პრაქტიკულად, არის ფორმალური. ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი და ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. შეუძლებელია, რომ ვიმსჯელოთ იმ კანონპროექტის მხარდაჭერაზე, რომელიც დღეს კომიტეტზე გამოდის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის საშუალება. სხვა მხრივ, თავად ეკამაც, როგორც იურისტმა და პოლიტიკოსმა, ძალიან კარგად იცის, რომ ამ თემას პერსპექტივა არ აქვს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics