|
2019-04-10 18:03:34, 1472 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა 10 მისამართზე მოწესრიგდა
დიდუბის რაიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა ათ მისამართზე მოწესრიგდა. სამუშაოების ფარგლებში, სამ ობიექტზე საცხოვრებელი შენობის სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, შეკეთდა სამი ამორტიზებული ლიფტი და საერთო სარგებლობის კიბე, სამ მისამართზე კი წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა. საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 118 400 ლარი გამოიყო. ამ ეტაპზე, სამუშაოები 11 მისამართზე მიმდინარეობს. გორის ქუჩის N31-ში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-13 და 21-ე კორპუსების დაზიანებული სახურავები იცვლება, დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-9 კორპუსში საერთო სარგებლობის კიბეების, ხოლო სამტრედიის ქუჩის N6 კორპუსსა და დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-7 კორპუსში სადარბაზოს რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ექვს მისამართზე წყალარინების ქსელი შეიცვლება, ამორტიზებული ლიფტები კი განახლდება. აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები - შპს „სითი+“, „ოკრიბა“, საბა+“, „ჯეოლიფტი“, „სატურნი“ და „მისო“ ახორციელებენ. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა 100%-ით აფინანსებს, ხოლო ამხანაგობას საკუთარ ანგარიშზე კონკრეტული პროექტის ღირებულების 10% შეაქვს, რასაც საერთო ქონების რეაბილიტაციას მოახმარს.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)