|
2019-04-10 10:51:35, 1588 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა მიქავა საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიურ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიურ ფორუმში WSIS Forum-2019 მონაწილეობს. ფორუმი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) თანაორგანიზებით და გაერო-ის იმ ორგანიზაციების ჩართულობით მიმდინარეობს, რომლებიც მუშაობენ WSIS-ის სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე, როგორიცაა: UNESCO, UNCTAD, UNDP და სხვ. ფორუმის განსახილველ თემატიკას წარმოადგენს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით 2030 წლამდე პერიოდში. აღნიშნულ ღონისძიებაში 193 ქვეყნის ტელეკომუნიკაციების ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ფორუმის პანელზე „ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა" სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავამ ისაუბრა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით და იმ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო დგამს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერნეტთან წვდომის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად და ქალაქსა და სოფელს შორის არსებული ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის მიმართულებით. ფორუმის ფარგლებში ლაშა მიქავამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ITU-ს განვითარების ბიუროს ხელმძღვანელთან და ბულგარეთის, რუმინეთის, ირანის, სომხეთის ტელეკომუნიკაციების მინისტრებთან. შეხვედრის ძირითადი თემა შეეხებოდა სატელეკომუნიკაციო ჰაბის ფორმირებასა და ამ მიმართულებით მხარეთა თანამშრომლობას, ამასთან ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით მხარეთა გამოცდილების გაზიარებას და ციფრული ეკონომიკის მიმართულებით განვითარების სამომავლო გეგმებს. 10 აპრილს დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ლაშა მიქავას შეხვედრა ITU-ს გენერალურ მდივანთან და google-ს წარმომადგენლებთან. საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიურ ფორუმი WSIS Forum-2019 12 აპრილს დასრულდება.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)