|
2019-04-09 15:54:31, 1259 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და ლიეტუვას გუნდებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ერთობლივი კონცერტი გამართეს საქართველოსა და ლიეტუვას გუნდებმა, რითაც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, 300-მდე სხვადასხვა თაობის მომღერალი შეიკრიბა, მათ შორის სახელმწიფო კაპელა, თბილისის ბიჭუნათა კაპელა, თბილისის ქალთა გუნდი, აფხაზეთის კაპელა, 28-ე სკოლის ბიჭუნათა გუნდი, ანსაბლი „ლირა“ და ვილნიუსის სახელმწიფო გუნდი. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. „9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა და ჩვენ, ყველა ერთად, ვალდებულები ვართ, მადლობა ვუთხრათ იმ ხალხს, ვინც ეს თავისუფლება მოგვიტანა. განსაკუთრებით იმ პატარა გოგონებს, რომლებმაც თავი გაწირეს, რომ დღეს, ჩვენ შვილებს დამოუკიდებელ საქართველოში ეცხოვრათ, რასაც აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ. თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 აპრილს გაიხსნა და 14 მაისამდე გასტანს. დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზსა და ალტერნატიულ სივრცეში, ჯამში, 11 კონცერტი გაიმართება. ტრადიციულად, კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)