04:10 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-08 13:47:32, 1874 ნახვა

რეგიონი
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა თოვლისგან გაწმენდილია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე ხულოს მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან და მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ბერიძესთან ერთად, გოდერძის უღელტეხილს ეწვია და გზის გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა თოვლისგან გაიწმინდა, აღდგა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს შორის საავტომობილო მიმოსვლა.

,,წელს მოვახერხეთ, რომ ძალიან ადრე დაწყებულიყო გზის გაწმენდითი სამუშაოები გოდერძის უღელტეხილზე. უკვე დღეიდან, ერთმანეთს დაუკავშირდება ხულო და სამცხე-ჯავახეთი და ამ მიმართულებითაც შესაძლებელი გახდება გადაადგილება. მადლობა მინდა გადავუხადო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას. მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად შევძლოთ აღნიშნული გზის მონაკვეთის გახსნა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილდეს  გადაადგილება. დაგეგმილია აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, რაც წელსვე  უნდა განხორციელდეს", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ხულოს მუნიციპალიტეტში ყოფნისას, მთავრობის თავმჯდომარე თამაზ ირემაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საჭადრაკო ტურნირის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო და ტურნირში მოასპარეზე მოყვარული სპორტსმენები დააჯილდოვა. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს და  გამარჯვებულებს წინსვლა და წარმატებები უსურვა.

საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები  მეცენატ გოჩა ირემაძის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოებით, თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics