|
2019-04-08 13:11:15, 2094 ნახვა
სამართალი
საქართველოდან ბრიტანეთში ჯეკ შეპარდის ექსტრადირება 10 აპრილს მოხდება
საქართველოდან დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეპარდის ექსტრადირება სამშობლოში 10 აპრილს მოხდება, - ამის შესახებ Daily Mail იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შეპარდის ექსტრადირებას "საქართველოს ავიახაზები" განახორციელებს. ბრალდებულს 2 სამართალდამცველი გაჰყვება. ისინი ბრიტანელ კოლეგებს ლონდონში, გეთვიკის აეროპორტში შეხვდებიან. მედიის ცნობით, შეფერდის სასამართლო სხდომა შესაძლოა ხუთშაბათს, 11 აპრილს ლონდონში ჩატარდეს. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში 23 იანვარს დააკავა. უწყების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა. ცნობისთვის, 31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა დამნაშავედ ერთი პირის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)