|
2019-04-05 16:10:16, 1190 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ზღვის უბნის მეოთხე მიკრორაიონში მეწყესაშიშ ზონაში მდებარე კორპუსების პრობლემის მოგვარებას იწყებს
თბილისის მერია ზღვის უბნის მეოთხე მიკრორაიონში მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე სამი 16-სართულიანი კორპუსის პრობლემის მოგვარებას იწყებს. დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, აღნიშნული კორპუსების მოსახლეობას შეხვდა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, კორპუსები მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს. „ეს კონკრეტული ადგილი მეწყერსაშიში ზონაა. გენგეგმაშიც მითითებულია, რომ ჩარევაა აუცილებელი. შესაბამისად, უკვე გაიცა დავალება, რომ ხვალიდან, ჩვენი სამსახურებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით, დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება. სასწრაფო ჩარევაა საჭირო, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს. როგორც იცით, აქვე მდებარე შეშელიძის ქუჩაზეც ბევრი სავაჭრო ობიექტია განთავსებული და აქ დასაქმებულთა უსაფრთხოებაც მნიშვნელოვანია. გადაუდებლად, ხვალიდანვე დავიწყებთ სამუშაოებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის, გალაქტიონ ბუაძის განცხადებით, დაიწყება აუცილებელი გეოლოგიური და ტოპოგრაფიული კვლევები, რომელთა დასკვნის საფუძველზეც ჩატარდება სატრენაჟო და საექსკავაციო სამუშაოები. დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ გლდანისა და ნაძალადევის რაიონების გამგებლები - ბექა მიქაუტაძე და ირაკლი ხელაძე.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)