|
2019-04-03 19:25:32, 1165 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების შესაძლებობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება“-ის სემინარი ჩატარდა
საქართველოში „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების შესაძლებობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება“-ის სემინარი ჩატარდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ერთობლივი სემინარი დასრულდა. სამი დღის განმავლობაში, მონაწილეებმა ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების როლზე იმსჯელეს. განიხილეს ეროვნული და საერთაშორისო გუნდების ფორმირებისთვის აუცილებელი აქტივობები. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფი ჯანდაცვის პერსონალის პროფესიონალებისგან შედგება და საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კლინიკური სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს. სემინარი - „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების შესაძლებობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება“ - საქართველოში პირველად ჩატარდა. ღონისძიებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, ასევე ცენტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)