22:37 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 14:31:01, 1010 ნახვა

საზოგადოება
„ტრანსმშენი“: ჭავჭავაძეზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა ქვეკონტრაქტორს ევალებოდა

კომპანია „ტრანსმშენი“, რომელიც ჭავჭავაძის #5-ში მშენებლობას ახორციელებდა, მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება ამავე კომპანიის მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორს ეკისრებოდა.

კომპანიის ცნობით, გარდაცვლილები ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ.

„კომპანია „ტრანსმშენი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჭავჭავაძის #5-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღნიშნული ობიექტის კონკრეტულ მონაკვეთზე მიმდინარე სპეციფიკური სამუშაოების გამო, კომპანიას დაქირავებული ჰყავდა ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელსაც გააჩნია დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება ამ ტიპის სამუშაოების წარმოებაში და რომელიც გაფორმებული ხელშეკრულებით, პასუხისმგებელი იყო ამ სამუშაოების წარმოების დროს სამუშაო მონაკვეთზე დაეცვა უსაფრთხოების ნორმები. გარდაცვლილი თანამშრომლები იყვნენ ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს ამ უაღრესად დიდ დანაკლისს. გამოვთქვამთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics