|
2019-04-01 13:59:48, 1005 ნახვა
საზოგადოება
პეკინზე, კედელში გაჭედილ ავტომობილს ტექინსპექტირებას უტარებენ
ტექინსპექტირების ჯგუფი Greenway-დან დღეს თბილისის ცნობილ ავტომობილს ეწვია. როგორც ირკვევა, ტექდათვალიერების გასავლელად კედელში გაკვეხებული ავტომობილი ვებგვერდზე: Umartivesad.ge გუშინ დარეგისტრირდა. გრინსპექტორების ჯგუფმა გამონაკლისი დაუშვა და შესამოწმებლად მანქანას ადგილზე მიაკითხა. პეკინის გამზირზე მდებარე ბინაში მისულებს მათ უჩვეულო სურათი დახვდათ. „პეკინზე კედელში გაჭედილმა ავტომობილმა ტექინსპექტირება ვერ გაიარა“, - ნათქვამია ოფიციალურ დასკვნაში. როგორც, „გრინვეიში“ აცხადებენ, ნებისმიერ ავტომობილს ეძლევა 30-დღიანი ვადა აღმოჩენილი ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს კონკრეტული ავტომობილი, გასაგები მიზეზების გამო, ვერასოდეს დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ ნორმებს. აღნიშნული ვიდეო ტექინსპექტირების ცენტრმა „გრინვეიმ“ საპირველაპრილო ხუმრობის სახით მოამზადა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)