|
2015-06-23 10:52:51, 1110 ნახვა
სამხედრო
კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაცია, ანდრია გოცირიძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს ორ ქვეყანას შორის კიბერთავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ჩამოყალიბება და ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები თურქეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების, ინფორმაციული სისტემებისა და კიბერთავდაცვის სარდალს, ბრიგადის გენერალ მუსტაფა აისანს, ასევე კიბერთავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ჩენგიზ ოზტეკეს და სხვა მაღალი რანგის სამხედრო პირებს შეხვდნენ. მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი საქმიანობა გააცნეს და კიბერუსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ქართული მხარე თურქეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციებისა და ინფორმაციული სისტემების, ასევე, კიბერთავდაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურასაც გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ტერორიზმის წინააღმდეგ თავდაცვის ნატო-ს სასწავლო ცენტრში, თურქეთის ინფორმატიკისა და ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის კიბერუსაფრთხოების ინსტიტუტში, კიბერუსაფრთხოების ტექნოლოგიურ ცენტრსა და კიბერუსაფრთხოების სფეროში მწარმოებელ ფირმებშიც - „ASELSAN“ და “HAVELSAN” იმყოფებოდნენ. თურქულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს კიბერშესაძლებლობების განვითარებას საქართველოს თავდაცვის სფეროში და მხარი დაუჭიროს საქართველოს მონაწილეობას ნატოს სასწავლო ცენტრების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)