05:30 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 17:25:22, 1604 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერიაში მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე , მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე, რუსუდან შავაძე, სხვა ხელმძღვანელი პირები და რეგიონში მრჩეველთა საბჭოებთან მომუშავე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ ინიცირებულ საკითხზე, შუახევის მუნიციპალიტეტის რიკიხიდის მიმდებარე ტერიტორიისთვის 9 აპრილის ხეივანის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს, რასაც ერთხმად დაუჭირეს მხარი.

დღვანდელი სხდომა გაგრძელდა დისკუსიით, საბჭოს წევრებმა უყრადღება გამახვილდა შუახევის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლელებების შეტანის საკითზე და სხვა მიმდინარე საკითხებზე, დასახეს სამომავლო გეგმები.

მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics